მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოოპერატივი "პომონა" სამაცივრე მეურნეობას ხსნის - ინვესტიცია 1,2 მლნ ლარია

624ed64a2bc3c
მარიამ იზორია
08.04.22 09:40
2781
კოოპერატივი პომონა, რომელიც გორის რაიონში 12 ჰექტარზე ვაშლის, ბლისა და მსხლის წარმოებით არის დაკავებული მიმდინარე წლის გაზაფხულს სამაცივრე მეურნეობას აამოქმედებს.

bm.ge-სთან „პომონას“ დამფუძნებელი გიორგი ფურცელაძე აღნიშნავს, რომ სამაცივრე მეურნეობაში 600 ტონა ხილის შენახვას შეძლებენ, ამასთან მეურნეობა კოოპერატივს ექსპორტის განხორციელების საშუალებასაც მისცემს.

რაც შეეხება მოსვლის მოცულობას, როგორც გიორგი ფურცელაძე ამბობს, „პომონას“ ბაღი სრულ მსხმოიარობაში 3 წელიწადში შევა, რის შემდეგაც კოოპერატივი 500 ტონა ვაშლის, 50 ტონა მსხლისა და 30 ტონა ბლის მოსავალს აიღებს.

„სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა მალე დასრულდება. აქ 600 ტონა ხილის შენახვას შევძლებთ. ჩვენი ძირითადი მიმართულება ადგილობრივი ბაზარია. ექსპორტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სანამ სამაცივრე მეურნეობა არ გვექნება, ამაზე საუბარი რთულია. შემდეგი წლიდან ამ მიმართულებით მუშაობას დავიწყებთ. გვინდა პროდუქტი ევროპის ბაზარზე გავიტანოთ“ - განმარტავს „პომონას“ დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, სამაცივრე მეურნეობის მოწყობისთვის ჯამური ინვეტიცია 1 250 000 ლარია, საიდანაც სოფლის მეურნეობის საგენტოს გრანტმა 500 000 ლარი, USAID-ის გრანტმა კი 250 000 ლარი შეადგინა. დარჩენილი ნაწილი კი შეღავაღთიანი აგროკრედიტის ფარგლებში მიღებული დაფინანსებაა.