მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კოპეშონი“ წარმოებას აფართოებს

609f7daed6e66
მარიამ იზორია
15.05.21 13:20
1510
„კოპეშონი” 100%-ით ნატურალურ ბოსტნეულის ცუკატებსა და ჩირს 2019 წლიდან ზუგდიდში აწარმოებს. თავდაპირველად „კოპეშონის“ პროდუქცია სახლის პირობებში მზადდებოდა, შემდეგ კი ბრენდის დამფუძნებელმა მიკროსაწარმო შექმნა. „კოპეშონი“ონლაინპლატფორმა „Soplidan.ge”-ზე და სხვადასხვა ფერმერულ მარკეტში თბილისსა და ზუგდიდში რეალიზდება.

როგორც ბრენდის დამფუძნებელი ეკატერინე ფარულავა bm.ge-ს უყვება, „კოპეშონმა“ ორგანიზაციის „აწარმოე საქართველოში“ 18 000 ლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა, რომელიც წარმოების გაფართოებას მოხმარდება.

„წარმოება ჩემს სამზარეულოში დავიწყე და წელიწად-ნახევრის შემდეგ უკვე საკუთარი მიკროსაწარმო დავაფუძნე, რომელშიც მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვსაქმიანობთ, „აწარმოე საქართველოში“ მიღებული 18 000-ლარიანი გრანტი საწარმოს დანადგარებით აღჭურვის საშუალებას მოგვცემს, ასე წარმოებასაც გავაფართოებთ და ადგილობრივ ახალგაზრდებსაც დავასაქმებთ, მონაწილეობა „ლტოლვილთა დანიის საბჭოს“ საგრანტო კონკურსშიც მივიღე, მათგანაც სამ დანადგარს ველოდებით“, - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.

„კოპეშონის“ დამფუძნებელმა პანდემიის გავლენაზეც ისაუბრა.

„პანდემიამ პროდუქტის რეალიზება შეამცირა, ტურიზმის გაჩერებამ ხელი შეგვიშალა, რადგან ადრე ჩვენი პროდუქტი ტურისტულ ზონებშიც იყიდებოდა, სამაგიეროდ გავააქტიურეთ ონლაინგაყიდვების მიმართულება და ახალი პროდუქტის, ბოსტნეულის ჩირის, წარმოებაც დავიწყეთ“, - აღნიშნავს ეკატერინე ფარულავა.

„კოპეშონი“ ასორტიმენტს ზაფხულში მარილიან ხაზსაც დაამატებს.