მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორეის ავიახაზები თანამშრომელთა 70%-ს 6-თვიან შვებულებაში გაუშვებს

5e8ecbe001a82
ნათია თაქთაქიშვილი
09.04.20 12:14
829
კორეის ავიახაზები აცხადებს, რომ 6 თვით თანამშრომელთა 70%-ს შვებულებაში გაუშვებს. კომპანია აღნიშნავს, რომ საშვებულებო პერიოდი 16 აპრილიდან 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ხოლო ანაზღაურებას შემცირებული ოდენობით მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კორეის ავიახაზების განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის კომპანიის მცდელობა დაძლიოს ის გამოწვევები, რაც შექმნილია კორონავირუსის მიერ გაურესებული ბიზნესგარემოთი. როგორც კომპანია აღნიშნავს, შვებულება შეეხება თანამშრომელთა უმეტესობას, გარდა იშვიათი გამონაკლისისა.

კომპანიის ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თანამშრომელთა ანაზღაურება 30%-50% შეამცირონ, სანამ ბიზნესი ჩვეულ რეჟიმს არ დაუბრუნდება.

”კორეის ავიახაზები დირექტორთა საბჭოსთან კონსულტაციების გზით გეგმავს გააძლიეროს თავისი ფინანსური მდგომარეობა კაპიტალის აქტივების გაფართოებით,”- ნათქვამია განცხადებაში.