03.მაისი .2020 11:11

კორონავირუსი 215-მა ადამიანმა დაამარცხა -ახალი სტატისტიკა

views 688
უკან

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული უახლესი სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი სულ 215-მა ადამიანმა დაამარცხა.კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი დღეს 8-ით გაიზარდა. 

გაზრდილია კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაც. დღეს, დილის 11 საათის მდგომარეობით კოვიდ-ინფიცირებულთა რიცხვი 7-ით გაიზარდა და 589 გახდა. აქედან 8 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან კარანტინის რეჟიმში - 5066, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 528 პირი რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი 3-ს შეადგენს.