30.აპრილი .2020 22:44

კორონავირუსი არ არის ადამიანის მიერ შექმნილი ან გენმოდიფიცირებული – აშშ-ის სპეცსამსახური

views 1563
უკან

ამერიკის სადაზვერვო სამსახური ფიქრობს, რომ კორონავირუსი რომელიც ჩინეთში წარმოიშვა ადამიანის მიერ შექმნილი ან გენმოდიფიცირებული არ არის. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.

აღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება ამ დრომდე ჩინეთის საწინააღმდეგოდ გავრცელებულ კონსპირაციულ თეორიებს, რომლებითაც ამტკიცებდნენ, რომ ახალი კორონავირუსი სპეციალურად შექმნეს ჩინელმა მეცნიერებმა სამთავრობო ლაბორატორიაში, საიდანაც შემდეგ გავრცელდა.

გარდა ამისა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში 21 აპრილს განაცხადეს, რომ ყველა ფაქტი და სამხილი მიუთითებს იმაზე, რომ კორონავირუსი ცხოველიდან წარმოიშვა და არ შექმნილა ლაბორატორიაში.

თუმცა, ამერიკის სპეცსამსახურში აცხადებენ, რომ ისინი გააგრძელებენ ინფორმაციების შესწავლას იმასთან დაკავშირებით, დაიწყო თუ არა ვირუსის გავრცელება დაინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტით და გავრცელდა თუ არა ის ვუჰანის ლაბორატორიიდან შემთხვევით.