02.თებერვალი .2020 00:46

კორონავირუსი და ცენზურა - ჩინეთის მოქალაქეებს მთავრობის კრიტიკისთვის პატიმრობა ემუქრებათ

views 3917
უკან

2020 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12,039-ია, ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი კი 259-ს აჭარბებს. დღეს, ცენტრალურ ჩინეთში 11-მილიონიანი ქალაქი უხანი და მის გარშემო არსებული ჰუბეის პროვინცია ფაქტობრივად ჩაკეტილია. 40-მილიონი ადამიანის გადაადგილების თავისუფლება ნაწილობრივ შეზღუდულია. ამასთანავე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ვირუსთან დაკავშირებით გლობალური საგანგებო ვითარება არის გამოცხადებული. 

კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ინფექციის წყაროდ, უხანის ცხოველების ბაზარი არის მიჩნეული. ახალი ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 2020 წლის 9 იანვარს დაფიქსირდა. სწორედ აღნიშნული პერიოდიდან მიიპყრო საერთაშორისო მედიის ყურადღება ჩინეთში მიმდინარე მოვლენებმა. 

თუმცა, თავად ჩინეთში არსებული ცენზურის გამო მოქალაქეებს ინფორმაციის თავისუფლად გაცვლა შეზღუდული აქვთ, მეტიც ინტერნეტ-სივრცეში კორონავირუსის საპასუხო ნაბიჯებზე მთავრობის კრიტიკა ფაქტობრივად აკრძალულია. ავტომატური ალგორითმების მიერ იშლება სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტები, რომელშიც მოქალაქეები მთავრობას დაგვიანებული რეაქციისთვის აკრიტიკებენ. 

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჩინურმა სოციალური მედიის აპლიკაცია WeChat-მა გააფრთხილა თავისი მომხმარებლები, რომ ყველა, ვინც "ავრცელებს ჭორებს" ვირუსის შესახებ, შეიძლება დაკავებული იყოს და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხისგებაში იყოს მიცემული. გაფრთხილების მიხედვით, აღნიშნული სანქცია 3 წლამდე პატიმრობა შეიძლება იყოს. 

"2020 წლის 25 იანვარს WeChat-ის უსაფრთხოების ცენტრმა გამოაქვეყნა სპეციალური გაფრთხილება კორონავირუსთან დაკავშირებით. გაფრთხილების მიხედვით, ახალი ტიპის კორონავირუსის მაღალი სისწრაფით გავრცელება მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს. ამავდროულად, ვრცელდება სხვადასხვაგვარი ჭორები ამ ვირუსის შესახებ, რაც მოსახლეობაში პანიკას თესავს. 

ჩინეთის სისხლის სამართლის კოდექსი ნათლად განმარტავს, რომ აკრძალულია ეპიდემიების, კატაკლიზმებისა და სხვა სტიქიური მოვლენების შესახებ ცრუ ინფორმაციის ფაბრიკაცია და მათი გავრცელება ან სხვაგვარად მედიაში განთავსება. ისინი, ვინც ამ მოთხოვნას დაარღვევენ დაექვემდებარებიან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და პირობით მსჯავრს. თუ ამგვარ ქმედებებს მძიმე შედეგები მოყვა, აღნიშნულ შემთხვევაში სამართალდარღვევისთვის 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა არის გათვალისწინებული,"- ნათქვამია WeChat-ის განცხადებაში. 

სააგენტო ფრანს-პრესმა 2020 წლის 3 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ უხანში, სოციალური ქსელებით დეზინფორმაციის გავრცელებისთვის 8 პირი დააკავეს. მაშინ, ადგილობრივ მედიაში პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ ეს პირები "პანიკას თესავდნენ", დაკავებულთა შორის ერთი მედიკოსიც იყო. 

სინამდვილეში კი აღნიშნულ პოსტებში ნათქვამი იყო, რომ კორონავირუსის ეპიდემია შესაძლოა, ისეთივე მძიმე ყოფილიყო, როგორც 2003 წელს ვირუს SARS-ის გავრცელება იყო. მაშინ ვირუსმა 774 ადამიანი იმსხვერპლა. 

კორონავირუსის გავრცელების ქრონოლოგია: