მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსი ქობულეთში ერთ-ერთ კაფეში მომუშავე ქალს დაუდგინდა – იმნაძე

5f37bbee630cb
თამთა ჯიჯავაძე
15.08.20 14:31
3247
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ გუშინ დადასტურებულ შემთხვევებს შორის არის ერთი ქალბატონი, რომელიც ქობულეთში კაფე „ჰავანაში“ მუშაობდა.

„ჩვენთვის ძალიან არასასიამოვნო შემთხვევაა, ქობულეთში გამოვლინდა დაინფიცირების შემთხვევა. ქალბატონი ჩასულია თბილისიდან ქობულეთში. არის ასეთი კაფე-ბუნგალო „ჰავანა“. ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, რა თქმა უნდა, ყველა, ვინც ამ თანამშრომელთან კონტაქტში იყო, უკვე მოკვლეულია და გადაყვანილია იზოლაციაში. მაგრამ მინდა გავაფრთხილო ის ვიზიტორები, რომლებიც ამ კაფეში 9–10–11 აგვისტოს იმყოფებოდნენ, თუ მათ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდათ, მიმართონ ცხელების ცენტრებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, გუშინ სულ 6000–მდე ტესტი ჩატარდა ქვეყანაში. ჯამში 300 000–ზე მეტი PCR ტესტია ჩატარებული.

შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში ქვეყანაში დაინფიცირების 1321 შემთხვევა.