მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კორონავირუსი, სამწუხაროდ, უკვე აისახა ტურისტულ ნაკადებზე" - ელენე ოთარაშვილი

5e55323f4ca8d
ვიქტორია მღებრიშვილი
25.02.20 18:47
885
„კორონავირუსი, სამწუხაროდ, უკვე აისახა ტურისტულ ნაკადებზე“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელმა ელენე ოთარაშვილმა განუცხადა.

როგორც ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის დირექტორი ამბობს, ამას სექტორი უკვე გრძნობს.

„კორონავირუსი, სამწუხაროდ, უკვე აისახა ტურისტულ ნაკადებზე და ამას გრძნობს ყველა ტურისტული ობიექტი და სააგენტო, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი სექტორი დაძლევს ამ გამოწვევას და სეზონს შევხვდებით ძლიერად“, - განაცხადა ელენე ოთარაშვილმა.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გამო ჩინეთთან და ირანთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.

ავიასანქციები კორონავირუსის გამო - რა გავლენა ექნება ჩინეთთან და ირანთან ფრენების შეწყვეტას?