24.აგვისტო .2020 16:50

კორონავირუსი, სავარაუდოდ, ორ წელიწადში დასრულდება - WHO-ს ხელმძღვანელი

views 1403
უკან

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის  (WHO) ხელმძღვანელის ტედროს გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, ორ წელიწადში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, გებრეისუსი მეტი სიცხადისთვის კორონავირუსის პანდემიას ესპანურ გრიპს ადარებს, რომლის დასრულებასაც ორი წელი დასჭირდა, მაგრამ მისი თქმით, თუ გავითვალისწინებთ ტექნოლოგიების განვითარებას და ჯანდაცვის სექტორის წინსვლას, შესაძლოა, უფრო ნაკლები დროც დასჭირდეს.

„ამჟამად, ჩვენ გვაქვს უკეთესი ტექნოლოგიები და ცოდნა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ასე რომ, იმედს ვიტოვებ ჩვენ ვირუსის დამარცხებას 2 წელზე ნაკლებ დროში შევძლებთ “, - განაცხადა გებრეისუსმა პრეს-კონფრენციაზე.

მან, ასევე, ისაუბრა „ერთიანობის და გლობალური სოლიდარობის“ აუცილებლობაზე, რაც  კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა.

Johns Hopkins University-ის მიხედვით, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 22.9 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო გარდაიცვალა 800,000 ადამიანი. რაც შეეხება ესპანურ გრიპს, მას 500 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, რაც მსოფლიო მოსახლეობის მესამედს წარმოადგენდა.