მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსი, შესაძლოა კიდევ ერთ საკრუიზო ლაინერ Grand Princess-ზე გავრცელდეს

5e60ae3eec9cb
ნათია თაქთაქიშვილი
05.03.20 15:00
1006
როგორც მედია ორგანიზაცია CNN-ი წერს, 11 მგზავრსა და გემის ეკიპაჟის 10 წევრს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ საკრუიზო ლაინერ Grand Princess-ზე.

საკრუიზო ლაინერზე დაახლოებით 2,500 მგზავრია, საიდანაც 50% კალიფორნიის მკვიდრია. გემს ამჯერად გეზი სანფრანცისკოდან ჰავაისკენ აქვს აღებული.

საკრუიზო ლაინერმა თავდაპირველი სვლა სანფრანცისკოდან მექსიკის მიმართულებით დაიწყო, 21 თებერვალს ისევ სანფრანცისკოში დაბრუნდა სადაც მგზავრთა ნაწილი დარჩა, ხოლო მეორე ნაწილი ჰავაისკენ გაემგზავრა.

საკურიზო ლაინერის ეკიპაჟი ცდილობს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს ყველა იმ პირზე, რომელიც გემზე იმყოფებოდა, რათა დროულად მოხდეს მათი შემოწმება კორონავირუსზე.