მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსი ყველაზე საშინელი კოშმარია, უფრო საშიშიც კი, ვიდრე ებოლა ან HIV - ფაუჩი

5ee098040be36
ნათია თაქთაქიშვილი
10.06.20 12:28
1096
„კორონავირუსი ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარია, უფრო საშიშიც კი, ვიდრე ებოლა ან ადამიანის იმუნოდეფივიტის ვირუსი“, განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც ენტონი ფაუჩი აღნიშნავს, ებოლა საშიში იყო, თუმცა მისი გადაცემა იოლად არ ხდებოდა.

აღსანიშნავია, რომ წარსულში, როდესაც ენტონი ფაუჩის ეკითხებოდნენ, თუ რომელი პოტენციური დაავადებაა მისი აზრით ყველაზე საშიში, ის პასუხობდა, რომ ეს რესპირატორული ინფექცია იქნებოდა გადაცემის მაღალი დონით.

„ახლა ჩვენ გვაქვს დაავადება, რომელიც ჩემს საშინელ კოშმარად იქცა. ოთხი თვის განმავლობაში ამ ვირუსმა მსოფლიო გაანადგურა. კორონავირუსმა პლანეტა დაიპყრო და ის ჯერ არ დასრულებულა“, - აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა.

ფაუჩი ვირუსის დამარცხების გზად ვაქცინას ხედავს და მისი აზრით, ვაქცინის მილიარდობით დოზა იქნება საჭირო.

„ვაქცინა აუცილებელი გახდება მთელი მსოფლიოსთვის. ვაფასებ ფარმაცევტული კომპანების დაუღალავ შრომას და იმედია, შედეგი მალე იქნება“, - აცხადებს ფაუჩი.

10 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების ჯამურმა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 7,334,728 შეადგინა, აქედან გარდაიცვალა 413,981 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 3,616,724 ინფიცირებული.