მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის 15 713 აქტიური შემთხვევა – 10 ნოემბრის სტატისტიკა

5faadaa0234b0
თამთა ჯიჯავაძე
10.11.20 23:50
674
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 10 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 15 713 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 63 650 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 2 970 იყო, რაც მორიგ რეკორდულ დღიურ მაჩვენებელს წარმოადგენს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 47 390-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 521-ს შეადგენს.

გარდა ამისა, 10 ნოემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 2 765 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 3 066 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 4 709 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე ერთ მილიონზე მეტი PCR ტესტია ჩატარებული.