მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის 17 086 აქტიური შემთხვევა – 18 ნოემბრის სტატისტიკა

5fb55f65f19fb
თამთა ჯიჯავაძე
18.11.20 23:50
624
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 18 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 17 086 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 89 395 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 3 443 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 71 468-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 815-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში 37 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 18 ნოემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 2 370 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 3 435 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 5 763 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 083 923 მეტი PCR ტესტია ჩატარებული.