მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის 18 197 აქტიური შემთხვევიდან 6 145 საავადმყოფოებში მკურნალობს, ხოლო 8 329 - ბინაზე

5fbe04db15ac7
ინგა მურუსიძე
25.11.20 11:43
350
18 197 აქტიური შემთხვევიდან 6 145 საავადმყოფოებში მკურნალობს, ხოლო 8 329 - ბინაზე - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 197. მათ შორის, 6 145 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 712, აჭარაში - 1 010, იმერეთში - 1 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 886 პირი, მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში - 140, იმერეთში - 214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 324 პირი, მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 49, იმერეთში - 42.

3 723 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 108 - თბილისში, 2 047 - აჭარაში, 262 - იმერეთში. 8 329 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე", - განაცხადა მან. 

ამასთან, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 071 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 434, აჭარაში -1 021, ხოლო იმერეთში -33.

"სულ 6 ოქტომბრიდან - 24 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 17 814 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 936 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 231 პირი, აჭარაში - 13 768, იმერეთში - 4 951“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.