მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის 196 შემთხვევიდან 128 აჭარაში გამოვლინდა -14 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

5f670f2b45327
BM.GE
20.09.20 12:11
676
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაში გამოვლინდა.

მისივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევიდან 30 თბილისში ფიქსირდება.

„გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში 3306 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაგვემატა 196 ახალი შემთხვევა და დღევანდელი მონაცემებით, გახლავთ სულ 3502 დადასტურებული შემთხვევა.

196 ახალი დადასტრურებული შემთხვევა ასე ნაწილდება: 128 არის აჭარა, 30 - თბილისი, 19-ქუთაისი, 6-სამეგრელო ზემო-სვანეთი, 5 - ქვემო ქართლი, 1-შიდა ქართლი, 4 - გურია, 2- მცხეთა-მთიანეთი და 1 კახეთი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 80 პაციენტის კი მძიმე. მარინა ეზუგბაიას თქმით, დანარჩენის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.

ექიმი ამბობს, რომ თბილისში დადასტურებულ შემთხვევებს სხვადასხვა წყაროებს უკავშირდება.

„ერთმნიშვნელოვნად ვერ გეტყვით, მაგრამ მათი ნაწილი ალბათ, არის საკარანტინე სივრცეებიდან, ნაწილს ალბათ მოგზაურობის ისტორია აქვს და მათი კონტაქტებია და ნაწილი ალბათ, ახლად გამოვლენილი შემთხვევებია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

წყარო: ipn.ge