მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა, 13 გამოჯანმრთელებული - უახლესი სტატისტიკა

5eca1f8d9f4b0
BM.GE
24.05.20 11:14
1167
ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს.

„დღეს გვაქვს მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა, იყო 728 შემთხვევა, ახლა საქართველოში 730 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთელებულია 13 ადამიანი და სულ ამ ეტაპზე, 522 გამოჯანმრთელებულია. აქედან გამომდინარე, ახლა კოვიდცენტრებში მკურნალობს 196 პაციენტი.

ახალი ინფიცირებულების კლასტერი ცნობილია. ერთია დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, მეორე - საკარანტინო სივრციდან“, - აღნიშნავს ეზუგბაია.