მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა - მარინა ეზუგბაია წყაროებს ასახელებს

5f30fddfa4ec9
თამთა ჯიჯავაძე
10.08.20 12:00
2883
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შემთხვევები 25-ით გაიზარდა - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, მისივე თქმით, 25 დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის გაჩიანის წყაროდან, 16 – დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ერთი არის სამედიცინო პერსონალი, ხუთი – იმპორტირებული შემთხვევა, კიდევ ერთი პაციენტი აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი, ხოლო ერთ პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების გამოვლენის და წყაროს დადგენის თვალსაზრისით.