26 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 296-ით გაიზარდა და ამჟამად დადასტურებული ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 4960-ს შეადგენს. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ამ ინფიცირებულებიდან 166 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა, თბილისში კი ინფიცირების 41 შემთხვევა გამოვლინდა.
„დაგვემატა 296 ახალი შემთხვევა და გახდა 4960 დადასტურებული შემთხვევა. აჭარაში არის 166 ახალი შემთხვევა, იმერეთში-55, გურიაში-9, თბილისში-41, კახეთში-1, მცხეთა-მთიანეთში-2, სამეგრელო და ზემო-სვანეთში-18 , სამცხე-ჯავახეთში-1, ქვემო ქართლში-3 შემთხვევა“,-განცხადა მარინა ენდელაძემ.
ვებგვერდ stopcov.ge-ის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1819-ს შეადგენს.კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 781 -ს შეადგენს. გარდაცვლილთა რაოდენობა უცვლელია და 27-ს შეადგენს.
დღესვე აჭარაში COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო, დღეიდან საქალაქოთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა. ამას "იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ" მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს. ამავე ცვლილებების თანახმად, დღეიდან აჭარაში კაფეები/ბარები მუშაობას მხოლოდ 22:00 საათამდე შეძლებენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ