05.მარტი .2020 11:16

კორონავირუსის 4 დადასტურებული შემთხვევა და 162 ადამიანი კარანტინში-როგორია უახლესი სტატისტიკა

views 342
უკან

საქართველოში კორონავირუსის 4 დადებითი შემთხვევა გვაქვს და 162 ადამიანი კარანტინში იმყოფება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ზოგადად დღეს, 4 დადებითი შემთხვევაა დაფიქსირებული, ოთხივე მათგანი მოთავსებულია საკარანტინო ბოქსში, ინფექციურ საავადმყოფოში. ამ ოთხიდან სამ შემთხვევაში დაავადების პროგრესირება არ აღინიშნება, ხოლო მეოთხე შემთხვევაში შედარებით საყურადღებოა კლინიკურად, მიმდინარეობს კვლევები, მკურნალობა და დაკვირვება ავადმყოფზე.

გუშინ ღამიდან ეპიდემიოლოგები ჩაერთნენ და შეისწავლიან კონტაქტებს, დაახლოებით 20 კონტაქტი გვაქვს მოძიებული, მათ შორის 15 თვითმფრინავიდან და მიმდინარეობს მათი კვლევა. დილის მონაცემებით, 162 ადამიანი გახლავთ კარანტინში. დღეს დილისთვის ლუგარში გამოგზავნილია 9 სინჯი და მათგან მხოლოდ ერთი დადასტურდა“, - განაცადა გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა