21.თებერვალი .2020 14:40

კორონავირუსის აფეთქება ავიაკომპანიებს დაახლოებით $30 მილიარდით აზარალებს

views 348
უკან

საერთაშორისო საავიაციო ასოციაციის (IATA) მიხედვით, წელს ავიაკომპანიები დაახლოებით 29.3 მილიარდ აშშ დოლარს დაკარგავენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

საერთაშორისო საავიაციო ასოციაცია აცხადებს, რომ წელს ფრენებზე ყველაზე დაბალი მოთხოვნა დაფიქსირდება ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ ზარალის დიდი წილი ჩინურ და აზიურ ავიაკომპანიბზე მოდის, რომლებსაც აეკრძალად მიმოსვლა გამკაცრებული უსაფთხოების ნორმების გამო.

აზიის რეგიონში ავაიკომპანიების ზარალი დაახლოებით 27.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს 2020 წელს, ხოლო აზიის ფარგლებს გარეთ 1.5 მილიარდ აშშ დოლარს.

IATA აღნიშნავს, რომ ავაიკომპანიებს რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ ხარჯების შესამცირებლად, ხშირ შემთხვევაში მათ რეისების გაუქმებაც უხდებათ.

როგორც ჩანს წელვანდელი წელი ძალიან მძიმე იქნება ავიაკომპანიებისთვის. გუშინ ავსტრალიის ავიაკომპანია Qantas-მა განაცხადა, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული ზარალი $99 მილიონი იქნება. როგორც კომპანია აღნიშნავს, ფრენების რაოდენობა აზიის მიმართულებით მაისის ბოლომდე, 15%-ით არის შემცირებული.

ევროპული ავიაკომპანია Air-France KLM-მა აღნიშნა, რომ კორონავირუსის მიერ გამოწვეული ზარალი კომპანიას 150-200 მილიონი ევრო დაუჯდება თებერვალ-აპრილში.