ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალ ვარიანტს, რომელიც სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს (B.1.1.529), ომიკრონი დაარქვა. გაეროს ჯანდაცვის წამყვანმა უწყებამ მას "შეშფოთების ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა.
დელტა ვარიანტის შემდეგ, ეს ჯანმოს მიერ "შეშფოთების ვარიანტის" კლასიფიკაციის მიცემის პირველი შემთხვევაა. ამ ჯგუფში აქამდე სულ 4 ვარიანტი იყო: ალფა (B.1.1.7), ბეტა (B.1.351), გამა (P.1) და დელტა (B.1.617.2).
ჯანდაცვის სპეციალისტები ახალი ვარიანტის შესაძლო გავრცელების უნარით შეშფოთებულები არიან, რადგან ის მუტაციების უჩვეულო კრებულით გამოირჩევა. "წინასწარი მტკიცებულებების მიხედვით, ამ ვარიანტს სხვებთან შედარებით, რეინფექციის გაზრდილი რისკი აქვს" - აცხადებს ჯანმო.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მას ადამიანის იმუნიტეტისგან და ვაქცინებისგან თავის დაღწევის მეტი შანსიც ჰქონდეს. თუმცა, ჯერჯერობით, დაზუსტებით ამის თქმა შეუძლებელია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კვირები დასჭირდება ახალ ვარიანტთან დაკავშირებით, დიაგნოსტიკის, თერაპიის და ვაქცინების ზემოქმედების შესასწავლად. სამხრეთ აფრიკის მონაცემებით, ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები თითქმის ყველა პროვინციაში იზრდება.
პარალელურად, ომიკრონის პირველი შემთხვევა ევროპაში, ბელგიაში აღმოაჩინეს. პრესკონფერენციაზე ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ინფიცირებული პირი კოვიდ-19-ზე აუცრელი იყო. მას ჯერ სიმპტომები განუვითარდა, დიაგნოზი კი 22 ნოემბერს აქვს დასმული.
წყარო: ამერიკის ხმა
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ