მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის ახალი შტამის 3 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს - ამირან გამყრელიძე

60364165417f2
ინგა მურუსიძე
24.02.21 16:28
2069
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, 3 ადამიანს მუტირებული შტამი დაუდასტურდა, ხოლო ასევე გამოვლენილია 31 პირი, რომელიც ამ სამ პირთან არის დაკავშირებული და დიდი ალბათობით მათ შემთხვევაშიც შტამები არის მუტირებული.

„ახალ შტამებზე სერიოზული კვლევა მიმდინარეობს. სამი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მასთან დაკავშირებული კლასტერები, თუ სწორად მახსოვს 31 ადამიანი, სადაც დიდი ალბათობით არის მუტირებული შტამი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.