მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის ახალი შტამის 50-მდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს - გამყრელიძე

6059b66af3ce9
ინგა მურუსიძე
23.03.21 14:18
436
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის 50-მდე დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, დაფიქსირებული შემთხვევები ძირითადად ე.წ. ბრიტანული შტამისაა.

„ახალი შტამის, დაახლოებით, 50-მდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ძირითადად, ეს არის ბრიტანული შტამი, რომელიც ევროპაში ვრცელდება. ალბათ ჩვენთანაც იქნება, მაგრამ როგორც კვლევა აჩვენებს, დღევანდელი ვაქცინები ამ შტამს ფარავს“,- განაცხადა გამყრელიძემ.