29.მარტი .2020 19:27

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 91-მდე გაიზარდა

views 494
უკან

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 91-მდე გაიზარდა. მათ შორის 18 გამოჯანმრთელებული პაციენტია.

პოტალის მიხედვით, კარანტინის რეჟიმში - 4717, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 268 პირი იმყოფება.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს კორონავირუსზე ტესტი 10 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც დადებითი პასუხი მხოლოდ ერთმა აჩვენა.

მისი თქმით, ახალ ინფიცირებულს მოგზაურობის ისტორია აქვს, კერძოდ ინგლისში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა