მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის ეფექტი ევროპის სუპერმარკეტებში

5e710212d3d31
მარიამ ადამია
17.03.20 22:00
1152
ჰიგიენური საშუალებები, ტუალეტის ქაღალდი, მაკარონი, კონსერვი, ბრინჯი - ეს არის მთავრი პროდუქტები, რომლებიც ევროპაში ადამიანებმა უპირველესყოვლისა დაიტაცეს სუპერმარკეტებიდან, მოიმარაგეს და შესაბამისად, სახლიდან გამოსვლა შეზღუდეს. ამის პირველი მიზეზი უსაფრთხოებაა, მეორე კი, სასურსათო პროდუქტების მოსალოდნელი დეფიციტი, თუმცა ავსტრიაში, სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელის ხელმძღვანელები ირწმუნებიან, რომ მიწოდების მხრივ საგანგაშო მდგომარეობა არ არის და უზრუნველყოფენ პროდუქტების მომარაგებას, მაგრამ მაინც, ავსტრიის მცხოვრებლები თვლიან, რომ უმჯობესია მზად იყვნენ ყველაფრისთვის, ამიტომ იმარაგებენ მათთვის აუცილებელ პროდუქტებს.

ანალოგიური მდგომარეობაა გერმანიაში, სადაც სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა იულია კლუკნერმა მოუწოდა თანამოქალაქეებს, უარი თქვან პროდუქტების მომარაგებაზე, რადგან ქვეყანაში ამის საჭიროება არ დგას.
ამავე პოზიციას ინარჩუნებს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი საფრანგეთში, ბრუნო ლე მერი და ავრცელებს განცხადებას, სადაც არწმუნებს მოსახლეობას, რომ ეპიდემია არ გამოიწვევს ქვეყანაში საკვების უკმარისობას.

თუმცა, ყველას დარწმუნება ქვეყანაში ცხადია შეუძლებელია, შესაბამისად სუპერმარკეტებში დახლები დაცარიელდა. ხელისუფლების არგუმენტები არ ამშვიდებს ევროპელებს, ხოლო ისეთი პროდუქტები, როგორებიც არის მაგალითად ზეთი, ბრინჯი ან თუნდაც ტუალეტის ქაღალდი - დღევანდელი მდგომარეობით დეფიციტშია.

ესპანეთში კი ქუჩაში გამოსვლა კატეგორიულად აკრძალულია, ხოლო მოქალაქეების გადაადგილებას პოლიციელები და დრონები აკონტროლებენ და მოუწოდებენ ყველას რომ დარჩნენ სახლში, თუკი გამოსვლა უმნიშვნელოვანეს მიზეზთან არ არის დაკავშირებული. რეალურად წასასვლელიც არსად დარჩათ, მხოლოდ სუპერმარკეტები და აფთიაქები მუშაობს ყველა ქალაქში. ხოლო რესტორნები, მუზეუმები, თეატრები დახურულია. ამიტომაც ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ სუპერმარკეტში იყრის თავს.