მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის ეფექტი: რომელი ქვეყნები დაზარალდა ყველაზე მეტად?

5e4c1bed73607
მარიამ ადამია
18.02.20 22:44
2122
რომელი ქვეყნები ზარალდება კორონავირუსის შედეგად, ამ თემაზე კვლევა Dun&Bradstreet-მა გამოაქვეყნა, რომლის მეათე პოზიციაზეც, დუბაია. შოპინგის მსოფლიო ცენტრში, სადაც თითქმის ყველაფრის ყიდვა შეიძლება, ჩინელები მილიონობით დოლარს ხარჯავდნენ ყოველდღიურად, შესაბამისად, კორონავირუსით გამოწვეული ზარალი, ჩინეთის გარდა დუბაიზეც აისახა, ისევე როგორც დიდ ბრიტანეთზე, სადაც ჩინეთის მდიდარი მოქალაქეები მოგზაურობდნენ და ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად ასახელებდნენ. თუმცა ეს შედეგი მხოლოდ კორონავირუსით არ არის გამოწვეული და ექსპერტების შეფასებით, გავლენა ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებამაც იქონია.

მეშვიდე პოზიციას ორი ქვეყანა ავსტრალია და ახალი ზელანდია ინაწილებენ. ჩინელები ამ ქვეყნებში ტურისტების დიდ ნაწილს შეადგენენ, რაც, პირველ რიგში, გეოგრაფიული სიახლოვით არის განპირობებული. გარდა ამისა, ახალი ზელანდია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვეყანა გახდა ყველაზე მდიდარ ჩინელ ქალებს შორის.

რეიტინგში მეშვიდე პოზიციას იტალია იკავებს, სადაც ჩინელებს განსაკუთრებით მისი მდიდარი კულტურა, კულინარია და საინტერესო ექსკურსიები იზიდავდათ, ამიტომაც ხარჯავდნენ ფულს და მილიონებს ტოვებდნენ მაღაზიებშიც. რაც შეეხება აშშ-სა და ჩინეთს, მართალია ამ ორ ქვეყანას შორის კავშირები დაძაბულია, თუმცა ჩინელებს მაინც უყვართ ამ ქვეყანაში მოგზაურობა და ფულის დახარჯვა. ხოლო კორონავირუსი სავარაუდოდ შეაფერხებს ჩინეთის აშშ-ს სავაჭრო ხელშეკრულების შესრულებას.

ტურიზმის მიმართულებით, კორონავირუსმა დაარტყა ასევე საფრანგეთს. სამეულში მალდივებიც მოხვდა, სადაც ჩინეთის მოქალაქეები ნებისმიერ სეზონზე ჩადიოდნენ და მდიდრულ დასვენებაში ფულს არ ზოგავდნენ, ახლა კი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და ქვეყანამ ყველაზე მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები დაკარგა. ამავე მიზეზით ზარალდება შვეიცარია, ხოლო ნომერი პირველი ქვეყანა რეიტინგში იაპონიაა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში კორნავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1868-მდე გაიზარდა.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ვირუსისგან 12 500 ადამიანი განიკურნა, რომლებიც საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს. ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ამ დროისთვის დადასტურებულად 72 400 ადამიანია ინფიცირებული.