მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის ეპიდემიამ მიაღწია "გადამწყვეტ ნიშნულს" - WHO-ს ხელმძღვანელი

5e5814b2c79aa
თამთა ჯიჯავაძე
27.02.20 23:13
1532
კორონავირუსის ეპიდემიამ მიაღწია „გადამწყვეტ ნიშნულს“ და მას „პანდემიის პოტენციალი“ აქვს. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა. BBC-ის ცნობით, მან მოუწოდა მთავრობებს იმოქმედონ სწრაფად და აგრესიულად, რათა შეაჩერონ ვირუსი.

„ჩვენ ძალიან დელიკატურ ვითარებაში ვართ, ეპიდემია შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით წავიდეს იმის მიხედვით, თუ როგორ ვიმოქმედებთ ჩვენ. ახლა შიშის დრო არ არის“, - განაცხადა მან.

უკვე მეორე დღეა ჩინეთის მიღმა არაერთ ქვეყანაში დაფიქსირდა დაინფიცირების შემთხვევები, ამ მხრივ, ირანი და იტალია ინფიცირების მთავარ კერებს წარმოადგენს. დაინფიცირდა რამდენიმე ირანელი მაღალჩინოსანიც.

აღსანიშნავია, რომ უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევები. დაღუპულია 2 800, ხოლო დაინფიცირებულია 80 000-ზე მეტი.

ვირუსის სწრაფად გავრცელება მსოფლიო ეკონომიკას და საფონდო ბირჟებს სერიოზულ ზიანს აყენებს. უკვე მეექვსე დღეაა გლობალური საფონდო ბირჟები ეცემა.