მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის ფონზე, ქარხანა "წიქარა" დაახლოებით ერთი თვეა, გაჩერებულია

5e6a5d5c22271
ნუცა ბაზლიძე
13.03.20 09:45
1120
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარე ქარხანა "წიქარა" კორონავირუსის ფონზე, უკვე ერთი თვეა, გაჩერებულია - ამის შესახებ BM.GE-ს კოოპერატივ "წიქარას" დამფუძნებელმა სერგო იმნაძემ განუცხადა.

როგორც სერგო იმნაძე აღნიშნავს, ქარხანაში რძის პროდუქტები, უფრო კონკრეტულად კი სულგუნი და ნადუღი იწარმოება.

მისივე განმარტებით, კორონავირუსის ეფექტი ისედაც რთულ ფინანსურ მდგომარეობას დაერთო და ამ პერიოდში, მათ პროდუქციაზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა.

"ამჟამად, კორონავირუსთან დაკავშირებით, დროებით გაჩერებული ვართ. ფინანსურად გვიჭირს, დახმარების იმედი გვაქვს, თორემ დავხურავდი ქარხანას", - აღნიშნავს სერგო იმნაძე.

როგორც კოოპერატივ "წიქარას" დამფუძნებელმა განგვიმარტა, ისინი დახმარებას სახელმწიფოს, ან ინვესტორთა მხრიდან მოიაზრებენ. რაც შეეხება სამუშაოს განახლების პერიოდის, ამ მხრივ, სერგო იმნაძე კორონავირუსის ეფექტის შემცირებას ელოდება და იმედოვნებს, რომ ფუნქციონირების განახლება აპრილიდან შესაძლებელი იქნება.

ცნობისთვის, როგორც გავარკვიეთ, ქარხანაში 5 ადამიანია დასაქმებული.