20.მარტი .2020 18:42

კორონავირუსის გამო არგენტინა მკაცრ იზოლაციაზე აცხადებს

views 235
უკან

არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდეზმა 45 მილიონიანი მოსახლეობისთვის ახალი განკარგულება გასცა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მკაცრი იზოლაცია ცხადდება. ამის შესახებ CNN-ი წერს.

არგენტინის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას მოსახლობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიცია მოსახლეობის გადაადგილებას მკაცრად გააკონტროლებს.

ალბერტო ფერნანდეზის განცხადებით, აკრძალვები ძალაში თვის ბოლომდე დარჩება.

მოსახლეობას სახლების დატოვების უფლება ექიმთან ვიზიტისას, ან ყოველდღიური საჭიროების პროდუქტების შესაძენის დროს ექნებათ. თუკი მოქალაქე ვერ დაასაბუთებს სახლის დატოვების მიზეზს, ის დაჯარიმდება.

20 მარტის მონაცმემებით, არგენტინაში კორონავირუსის128 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 ინფიცირებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა