მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო ავიაკომპანიებში ათობით ათასი სამუშაო ადგილი რისკის ქვეშ დგება

5e661b553e416
ნათია თაქთაქიშვილი
09.03.20 14:32
783
კორონავირუსის გამო ავიაკომპანიებში ათობით ათასი სამუშაო ადგილი რისკის ქვეშ დგება

როგორც მედია გამოცემა CNN-ი იუწყება, მას შემდეგ რაც კორონავირუსის გამო მოსფლიოში მზგავრთა ნაკადი მცირდება ავიაკომპანიებში ათობით ათასი სამუშაო ადგილი რისკის ქვეშ დგება.

ბოლო მონამცემებით, ჰონგ-კონგის ავიაკომპანიამ Cathay Pacific-მა რომელმაც ფრენები 40%-ით შეამცირა იძულებული გახდა 33,000-მდე თანმშრომელი 3 კვირიან უხელფასო შვებულებაში გაეშვა.

მსოფლიოში ცნობილმა ავიაკომპანია Lufthansa-მ გასულ კვირას განცხადა, რომ კომპანიის ფრენებმა დაახლოებით 50%-ით იკლო და ვარაუდობს, რომ თანამშრომლებს სამუშაო საათებს შეუმცირებს, რადგან მათ უკვე გამოიყენეს უხელფასო შვებულება.

დუბაის ავიაკომპანია Emirates-მაც, რომელიც მთლიანად საერთაშორისო მგზავრობაზეა დამოკიდებული, მოუწოდა თანმშრმლებს გამოეყენბინათ საშვებულებო პერიოდი.

შედარებით ადრე ანალოგიურ ზომებს მიმართეს United Airlines-მა და JetBlue. United Airlines საერთაშორისო ფრენები 20%-ით შეუმცირდა, ხოლო შიდა და კანადის მიმართულებით -10%-ით. ავიაკომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ახალი თანმშრომლების აყვანას შეაჩერებს. როგორც JetBlue აცხადებს, კომპანია ეცდება შეზღუდოს არააუცილებელი ხარჯები და ახალი კადრების აყვანა.

IATA-ს მონაცმებით, ავიაკომანებში მსოფლიოს მასშტაბით 2,95 მილიონი ადამინია დასაქმებული. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ავიაბიზნესში შემოსავლების თუნდაც 5%-იანი კლება დაახლოებით 150,000 სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს მსოფლიოს მასშტაბით.