მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო ავსტრია დღეიდან საგანგებო მდგომარეობას აწესებს

5fa150de9d5dc
ნათია თაქთაქიშვილი
03.11.20 18:00
910
ავსტრია 2 ნოემბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობას აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, დღეიდან შეიზღუდება მიმოსვლა, ასევე რესტორნები და კაფე-ბარები სერვისის გაწევას მხოლოდ საკვების მიწოდების ფუნქციით გააგრძელებენ. დაიხურა ფიტნეს კლუბები და გადაიდო კულტურული ღონისძიებები.

აღსანიშნავია, რომ მაღაზიები ღია იქნება, თუმცა მკაცრად გაკონტროლდება შემსვლელთა რაოდენობა, რათა მოხდეს სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვა.