მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო ახალ ზელანდიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

5e785ad98eae7
ნათია თაქთაქიშვილი
23.03.20 10:53
913
ახალი ზელანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდებს ამკაცრებს და რადიკალურ ზომებს მიმართავს. დღეიდან ახალ ზელანდიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას  Bloomberg-ი ავრცელებს.

ახალი ზელანდიის პრემიერ ჯესიკა არდერნის განცხადებით, ყველა ოჯახი უნდა მოექცეს იზოლაციაში. დაიხურება სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე მუშაობას წყვეტს მეორეხარისხოვანი სავაჭრო ობიექტები. მისი თქმით, გამკაცრებული ზომები ძალაში  მინიმუმ 4 კვირა დარჩება.

„აღნიშნული ზომები, ასევე, გულისხმობს მკაცრ კონტროლს მოსახლეობის გადაადგილებაზე. ეს არ ყოფილა მარტივად მისაღები გადაწყვეტილება. მაგრამ ეს არის ერთადერთი შანსი ვირუსის გავრცელების შენელების და სიცოცხლის გადარჩენის“, - აცხადებს პრემიერი.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ახალი ზელანდიის ფინანსთა მინისტრმა გრანთ რობერთსონმა ეკონომიკის სტიმულირებისთვის სპეციალური გეგმა წარადგინა. მან განაცხადა, რომ ქვეყანა 5.2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის რესურსს გამოყოფს ბიზნესის დასახმარებლად, რათა მათ შეძლონ თანამშრომელთა ხელფასების გადახდა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.

23 მარტის მონაცემებით, ახალ ზელანდიაში კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა 36-იდან 102-მდე გაიზარდა.