მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო ჩინეთი ავტომობილების ონლაინ გაყიდვებზე გადადის

5e57c04e43de1
ნათია თაქთაქიშვილი
27.02.20 19:40
1129
კორონვირუსის გამო ავტომწარმოებლები ონლაინ გაყიდვებზე გადადიან. მანქანების ახლადამოქმედებულ ონლაინ გაყიდვების პლატფორმას შეუერთდა ისეთი ცნობილი ავტოკონცერნები, როგორიც არის Tesla, BMW და Mercedes-Benz-ი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ონლაინ გაყიდვების ტრენდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც თებერვლის პირველ ნახევარში ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები თითქმის 92%-ით შემცირდა.

შვედური პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელი კომპანია Volvo-ს მფლობელი ჩინური Geely-ც ონლაინ გაყიდვებზე გადავიდა. კომპანია მომხმარებლებს ავტომობილების შეძენას უშუალოდ ვებგვერდიდან სთავაზობს. დაინტერესებულ პირებს ტესტ-დრაივისთვის მისვლა შოუ რუმში არ მოუწევთ; მათ კომპანია ავტომობილს პირდაპირ სახლთან მიუყვანს და იქ შეძლებენ ახალი ავტომანქანის გამოცდას.

აღსანიშნავია, რომ გერმანული Mercedes-Benz-იც ცდილობს ჩინელ პარტნიორთან ერთად ონლაინ გაყიდვების არხის განვითარებას. Tesla-მ და BMW-მპროდუქციის ონლაინ პოპულარიზაცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ გააფრთხილა ხალხი, თავი აერიდებინა საზოგადოებრივ ადგილებში გამოჩენისთვის.

როგორც საკონსულტაციო კომპანია Frost & Sullivan-ი ირწმუნება, კორონავირუსი ინტერნეტ გაყიდვებს მნიშნველოვნად გაზრდის. გასულ წელს 825,000 ახალი მანქანა გაიყიდა ონლაინ. მათი პროგნოზით, ეს რიცხვი 2025 წლისთვის 6 მილიონს გაუტოლდება.