მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო ჩინეთი ირანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუირებას გეგმავს

5e5e358b51f2c
ნათია თაქთაქიშვილი
03.03.20 15:10
1279
კორონავირუსის მაღალი რისკის გამო, ჩინეთი ირანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, პირველი ჩარტერული რეისი სამშაბათს ღამით განხორციელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუაციის სურვილი ირანში მყოფმა სტუდენტებმა უკვე გამოთქვეს.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მედია ირანის პარლამენტის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 23 ირანელ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 1, 501 ადამიანია ინფიცირებული. ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 66-ს შეადგენს, ხოლო 291 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.