მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო, ჩინეთის კარბოემისიები 100 მილიონი ტონით შემცირდა

5e5bfcdd83fb1
შოთა ტყეშელაშვილი
01.03.20 22:19
14517
უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე მძიმე ეპიდემიურმა აფეთქებამ გლობალურ ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. NASA-ს მიერ გადაღებულ სატელიტურ ფოტოებზე თვალნათლივ ჩანს, თუ რა გავლენა მოახდინა ჩინეთის ინდუსტრიულ ცენტრზე კორონავირუსის გავრცელებამ. 

ათასობით ქარხანა ამ დრომდე არასრული დატვირტვით მუშაობს, მოსახლეობა გადაადგილებას თავს არიდებს, მკვეტრად შემცირებულია საჰაერო, სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვები. 

2019 წელს ანალოგიური პერიოდის განმავლობაშის ჩინეთში გაფრქვეული CO2-ის მოცულობა 400 მილიონ ტონას შეადგენდა, წლევანდელი შეფასებით კი ის 300 მილიონ ტონა ნახშირორჟანგამდე არის შემცირებული. ასევე შესამჩნევია ატმოსფეროში გაფრქვეული აზოტის დიოქსიდის მოცულობის ვარდნაც. 

ჩინეთი, კერძოდ კი ჰუბეის პროვინცია კორონავირუსის მთავარ ეპიცენტრად რჩება, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 79,826 შემთხვევა, გამოჯანმრთელების 42,109 შემთხვევა და გარდაცვალების 2,870 შემთხვევა გამოვლინდა.