მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო ჩინური ავიაკომპანია China Eastern-ი აშშ-ის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

5e380c887d75e
ნათია თაქთაქიშვილი
03.02.20 15:55
822
ამჯერად უკვე ჩინეთის პირველი ყველაზე დიდი ავიაკომპანია China Eastern-ი, კორონავირუსის ესკალაციის გამო,  აშშ-ის მიმართულებით ფრენებს წყვეტს. ამის შესახებ CNN წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბოლო მონაცემებით, ვირუსს 361 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაავადებულად ითვლება 17,000 ადამიანზე მეტი. ვირუსის, დაახლოებით, 180 შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-ში, გერმანიასა და იაპონიაში.

China Eastern-მა ოფიცილურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ავიაკომპანია 10 თებერვლამდე ფრენებს აჩერებს ლოს-ანჯელესის და ნიუ-იორკის მიმართულებით. China Eastern-ი ასევე აღარ შეასრულებს ფრენებს შანხაიდან სან-ფრანცისკოს მიმართულებით. 

ჩინეთის დანარჩენი ორი დიდი ავიაკომპანია Air China (AIRYY) და China Southern ფრენებთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მიმართულებით ფრენები დროებით შეაჩერეს მსოფლიოს შემდეგმა ავიაკომპანებმა: Air Canada-მ, American Airlines-მა, British Airways-მა, Delta-მ, Lufthansa-მ და Qatar Airways-მა.