მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო Disney შანხაიში პარკს დახურავს

5e2ad5d8d2d83
ნათია თაქთაქიშვილი
24.01.20 16:05
947
"დისნეი" ჩინეთში თავის მეგა პარკს დახურავს, რადგან საფრთხე მატულობს მომაკვდინებელ ვუჰანის ვირუსთან დაკავშირებით. ამის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შანხაის "დისნეიმ" ოფიციალური განცხადება დღეს ვებგვერდზე გააკეთა და კომპანიამ საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ის ცდილობს მოახდინოს "დაავადების გავრცელების პრევენცია და კონტროლი".

როგორც შანხაის "დისნეი" აცხადებს, ის სტუმრებს დაუბრუნებს მათ მიერ წინასწარ გადახდილ სასტუმროს ჯავშანის და ბილეთების საფასურს. მათ უჭირთ, დაასახელონ ზუსტი რიცხვი, თუ როდის შეძლებენ სტუმრების მიღებას.

Disney-მ აღნიშნული პარკი შანხაიში 2016 წელს გახსნა და 5.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 830 ადამიანი. ჩინეთის ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უკვე 10 ქალაქის იზოლაცია განახორციელა. ყველა მათგანი ჰუბეის პროვინციაში მდებარეობს. აღნიშნულ ქალაქებში 30 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.