მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო დროებით უმუშევრებს GPC დასაქმებას სთავაზობს

5e74940e11e3a
ელენე გოგბერაშვილი
20.03.20 14:09
44661

ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის ფონზე, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ზოგიერთ კომპანიას მუშაობის დროებით შეჩერება მოუწია. GPC-ს სააფთიაქო ქსელი მზადყოფნას გამოთქვამს, მხარდაჭერა გამოუცდახოს მათ და მათთან დასაქმებულებს, რომელთაც სამუშაო ადგილები დროებით აღარ აქვთ.

"გთავაზობთ პოზიციებს ჩვენს აფთიაქებსა და საწყობში, რომლებიც არ მოითხოვს სამედიცინო განათლებას და რომლებზეც შეგიძლიათ მოგვმართოთ დასაქმებისთვის:

ტექნიკური ასისტენტი აფთიაქში,
დიასახლისი აფთიაქში,
ამომკრეფი (საწყობში),
მუშა (საწყობში).

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ შეავსოთ სავაკანსიო განაცხადი ბმულზე: https://rb.gy/k0ou7h", - აცხადებენ GPC-ში.