მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო ევროპაში ავტოკონცერნები იხურება

5e70d40a9b253
ნათია თაქთაქიშვილი
17.03.20 23:40
906
კორონავირუსის პანდემიის გამო, სამი უდიდესი ავტოკონცერნი ევროპაში ქარხნებს ხურავს. Fiat Chrysler-ი, PSA Group-ი და Renault 35 საწარმოს დახურავენ ევროპის მასშტაბით, სადაც დაახლოებით 14 მილიონი ადამიანია დასაქმებული. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც ავტოკონცერნები აცხადებენ, კომპანებმა გადაწყვეტილება იმ რეგულაციების შესაბისად მიიღეს, რომლებიც დღეს ტარდება ევროპის მასშტაბით, რაც გულისხმობს მიმოსვლის და საზოგადო ცხოვრების წესების შეზღუდვას. აღნიშნული ავტომობილების საწარმოები წელიწადში დაახლოებით 12 მილიონ ავტომობილს აწარმოებენ.

იტალიურ-ამერიკულმა კომპანია Fiat Chrysler-მა განაცხადა, რომ წარმოების პროცესს წყვეტს 27 მარტამდე. ექვსამდე საწარმო დაიხურება იტალიაში, ასევე ქარხანა სერბეთსა და პოლონეთში.

Peugeot-ს და Citroen-ის ფლობელი PSA Group-ი აცხადებს, რომ მარტის ბოლომდე 15-მდე საწარმოს დახურვა მოუწევთ ევროპის შვიდ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში და ბრიტანეთში.

Renault-მ განაცხადა, რომ ავტომობილების წარმოებას დროებით აჩერებს 12 საწარმოში კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, რაც თანხვედრაშია საფრანგეთის მთავრობის მოწოდებებთან ვირუსთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე კომპანიას არ აღუნიშნავს, როდის განაახლებს ავტომობილების წარმოებას.