მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო, Harvard-ი სასწავლო პროცესს ონლაინ გააგრძელებს

5e68aee1628f9
ნათია თაქთაქიშვილი
11.03.20 13:55
779
მსოფლიოში ცნობილმა უნივერსიტეტმა Harvard-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, უნივერსიტეტი სტუდენტებს ურჩევს, საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ თავი შეიკავონ უნივერსიტეტში დაბრუნებისგან. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, უნივერსიტეტი გადადის ვირტუალურ მეცადინეობაზე და სტუდენტები სწავლას 23 მარტამდე ონლაინ განაგრძობენ. უნივერსიტეტმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც კორონავირუსის გავრცელებამ გლობალურ მასშტაბებს მიაღწია.

ჰარვარდის გარდა, ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადადის Princeton University და Columbia University. უნივერსიტეტები ასევე მოუწოდებენ თანამშრომლებს, გადადონ ყველა არააუცილებელი შეხვედრები, რომლებიც 25 ადამიანს აღემატება.

11 თებერვლის მონაცემებით, ჯამში, კორონავირუსის 119,235 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა; გარდაიცვალა 4,300 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 66,577 ინფიცირებული.