მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო JP Morgan-ის შემოსავლები 69%-ით შემცირდა

5e96f3da82fb1
ნათია თაქთაქიშვილი
15.04.20 20:50
853
JP Morgan-ის შემოსავლები 69%-ით შემცირდა. ამერიკის უმსხვილესი ბანკი აქტივების მიხედვით აცხადებს, რომ მისი წმინდა შემოსავალი წლის პირველ სამ თვეში 2.9 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 9.2 მილიარდი აშშ დოლარი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ჯემი დაიმონი აცხადებს, მიუხედავად კრიზისული მდგომარეობისა, რომელიც პანდემიით არის გამოწვეული, JP Morgan-ი რჩება კარგად კაპიტალიზირებულ და ლიკვიდურ ბანკად და ბანკის ლიკვიდურობის რესურსი 1 ტრილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

ბანკის ხელმძღვანელი ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა ეკონომიკის „გახსნასთან დაკავშირებით“ და განაცხადა, რომ რაც უფრო მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს ქვეყანა მით უკეთესი, მაგრამ ამავე დროს ეს უნდა იყოს უსაფრთხო. JP Morgan-ის ეკონომისტები პროგნოზირებენ, რომ თუ მოცემული მდგომარეობა გაგრძელდება აშშ-ში უმუშევრობა კიდევ უფრო გაიზრდება.