მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო La Scala და Louvre დროებით დაიხურა

5e5cb80082944
ნათია თაქთაქიშვილი
02.03.20 11:54
739
კორონავირუისის შემთხვევების ზრდის გამო, იტალიასა და საფრანგეთში, მსოფლიოში ცნობილი La Scala და Louvre-დროებით დაიხურა.

მსოფლიოში ცნობილმა ოპერის თეატრმა La Scala-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, კორონავირუსის აფეთქების გამო, წარმოდგენები გადადებულია. მაყურებლებმა ვინც წინასწარ შეიძინა ბილეთები და თარიღის გადატანა ან ბილეთის დაბრუნება სურთ, უნდა მისწერონ შემდეგ იმელიზე: lascalarisponde@fondazionelascala ან დარეკონ 39 02 72 003 744. ამ ეტაპზე უცნობი რჩება თუ როდის აღდგება თეატრში წარმოდგენები.

რაც შეეხება Louvre-ს, მსოფლიოში ცნობილმა მუზეუმმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია დროებით დახურვასთან დაკავშირებით. როგორც მუზეუმი აცხადებს, მას ტურისტები მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან სტუმრობენ და კორონავირუსის გავრცელების ალბათობა ძალიან დიდია. მუზეუმს, დაახლოებით, 2,300 ადამიანი ემსახურება.

ბოლო მონაცმებით, იტალიაში კორონავირუსის 1,701 შემთხვევა დაფიქსირდა, 41 გარდაიცვალა, ხოლო 83 გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება საფრანგეთს, ქვეყანაში ინფიცრებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა, 2 გარდაიცვალა და 12 გამოჯანმრთელდა.