მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო Lufthansa ზოგიერთ პროექტს აუქმებს და ხარჯებს ამცირებს

5e57cd96b6374
ნათია თაქთაქიშვილი
27.02.20 23:16
893
როგორც გერმანული ავიაკომპანია Lufthansa აცხადებს, იგი გეგმავს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას და ზოგიერთი პროექტის გაუქმებას, ასევე კომპანია თანამშრომლებს მოუწოდებს უხელფასო შვებულების გამოყენებისკენ, რათა ავიაკომპანიამ მოახერხოს კორონავირუსის შედეგად უარყოფითი ეკონომიკური გავლენისგან თავის დაღწევა. ამის შესახებ marketwatch.com-ი იუწყება.

„კომპანია პროექტების ღირებულებას 10%-ით შეამცირებს, ხოლო მატერიალურ ხარჯებს 20%-ით“, - აღნიშნულია ავიაკომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

ავაიკომპანიას 28 მარტამდე უკვე შეწყვეტილი აქვს ფრენები ჩინეთის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი სწრაფად განაგრძობს გავრცელებას მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში: სამხრეთ-კორეაში, იაპონიაში, ირანში და იტალიაში, რაც სავარაუდოდ კიდევ უფრო დიდი დარტყმა იქნება ავაიკომპანიისთვის.