მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო McDonald’s-ი ბრიტანეთსა და ირლანდიაში რესტორნებს ხურავს

5e786478c1060
ნათია თაქთაქიშვილი
23.03.20 12:03
840
კორნავირუსის პანდემიის გამო McDonald’s-ი ბრიტანეთსა და ირლანდიაში ყველა რესტორანს დახურავს. ამის შესახებ ინფომაციას Independent-ი ავრცელებს.

მსოფლიოში ცნობილმა სწრაფი კვების ქსელმა 17 მარტს მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა, რომელიც მხოლოდ გასართობი ზონის და კაფის დახურვას ითვალისწინებდა. ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, McDonald’s-ი დღეიდან რეგიონში 1,300 რესტორანს დახურავს.

„კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება დღეიდან დახუროს McDonald’s-ის რესტორნები რეგიონის მასშტაბით. ეს არ ყოფილა იოლად მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენთვის თანამშრომელთა და სტუმართა ჯანმრთელობა პირველ რიგში დგას“, - აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

23 მარტის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5,683 შეადგინა, გარდაიცვალა 281 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 135 ინფიცირებული.