მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო ოლიმპიადა ერთი წლით გადაიდო

5e7a0d0d5048e
ნათია თაქთაქიშვილი
24.03.20 17:39
984
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი თომას ბახი და იაპონიის პრემიერ მინისტრი შინზო აბე ოლიმპიადის გადადებაზე შეთნხმდნენ. შეთანხმების მიხედვით, ოლიმპიადა - 2020, დახლოებით, ერთი წლით გადავადდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სპორტული ღონისძიება 2021 წლის ზაფხულში ჩატარდება და გადავადების მიუხედავად, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადად იქნება მოხსენიებული.

გამოცემის მიხედვით, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე დიდი ხანია მიდის ზეწოლა, რომ კომიტეტმა შეაჩეროს 2020 წლის ზაფხულისთვის დაგეგმილი ოლიმპიური თამაშები ახალი კორონავირუსის გამო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კანადის და ავსტრალიის სპორტულმა კომიტეტებმა მიმართეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, რომ თამაშები ერთი წლით გადაევადებინათ.

„ჩვენ ვაცნობიერებთ იმ სირთულეებს, რომელიც თან ახლავს ოლიმპიადის გადადებას, მაგრამ არაფერი ისეთი საჭირო არ არის, როგორც ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, როგორც - სპორტსმენების, ასევე დანარჩენი საზოგადოების“, - აღნიშნულია განცხადებაში.