კინოსტუდია Paramount Pictures-მა „შეუსრულებელი მისია -VII”-ის გადაღებები შეაჩერა. ფილმის ეპიზოდის გადაღება ტომ კურზის მონაწილეობით ვენეციაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ფილმის გადაღება ვენეციაში, დაახლოებით, სამი კვირის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო. ამ ეტაპზე უცნობი რჩება, დაახლოებით, რა დროში განახლდება ფილმის გადაღება. ასევე კინოსტუდია ვერ საუბრობს, რა რაოდენობის ზარალი მიადგება კომპანიას კორონავირუსის გამო შეჩერებული გადაღებების გამო.
Paramount Pictures-მა ასევე ვერ დააკონკრეტა ფილმის პრემიერა ისევ გაიმართება თუ არა 2021 წლის 23 ივლისს, როგორც ეს თავდაპირველად იყო ნავარაუდები.
„კორონავირუსის გამო იძულებულები გავხდით გადაღებები შეგვეჩერებინა. შეუძლებელია მსახიობების გადაღება დამცავი პირბადეებით, თუმცა გადამღები ჯგუფის მცირე ნაწილი პირბადეებით განაგრძობს მუშაობას. ჩვენთვის მსახიობების და ჩვენი გუნდის ჯანმრთელობა უპირველესია“, - აღნიშნულია Paramount Pictures-ის ოფიციალურ განცხადებაში.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბოლო მონაცემებით იტალიაში 220 ადამინია კორონავირუისთ ინფიცირებული. ინფექციის მთავარ კერად კი, ლომბარდია და ვენეტოს ნაწილი სახელდება, სადაც იტალიის მთავრობამ სწავლის პროცესი დროებით შეაჩერა და ასვე დახურა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა