მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო საფრანგეთში ტურიზმი 30-40%-ით შემცირდა

5e5907864f7d3
ნათია თაქთაქიშვილი
28.02.20 20:40
1651
კორონავირუსის გამო საფრანგეთში ტურიზმი 30-40%-ით შემცირდა, რაც ნეგატიურ ეფექტს მოახდენს საფრანგეთის ეკონომიკაზე. ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მარისმა CNBC-ის განუცხადა.

გამოცემის მიხედვით, კორონავირუსის აფეთქების და დაწესებული აკძალვების გამო, მსოფლიოს მასშტაბით, 200,000-ზე მეტი ფრენა გადაიდო.

მედია გამოცემა აღნიშნავს, რომ საფრანგეთი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხშირად მონახულებადი ქვეყანაა მსოფლიოს მასშტაბით.

ქვეყანას, წელიწადში მხოლოდ ჩინეთიდან დაახლოებით 2.7 მილიონი ტურისტი სტუმრობს, ხოლო ჯამში დაახლოებით 89.4 მილიონი ვიზიტორი.

როგორც ბრუნო ლე მარისი აცხადებს, საფრანგეთს 2020 წელს ტურიზმის კუთხით კარგი შედეგები ვერ ექნება, თუმცა სიტუაციის გამოსწორების იმედი აქვთ.

დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში 83,385 შეადგენს. საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2,859 მიაღწია. ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული. გამოჯანმრთელდა 36,215 ადამიანი.