მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო თბილისში ტრანსპორტით მგზავრობების რეკორდულად დაბალი რაოდენობა დაფიქსირდა

5e6b6b497ab83
ელენე გოგბერაშვილი
14.03.20 13:20
2193
კორონავირუსის გამო 12 მარტს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობების რეკორდულად დაბალი რაოდენობა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ურბანული ლაბორატორია" ავრცელებს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მეტროთი მხოლოდ 84 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა,  ავტობუსით კი 89 ათასი მგზავრი გადაადგილდა, რა რაოდენობებიც  4-5-ჯერ ნაკლებია 2018 და 2019 წლების იმავე პერიოდის სამუშაო დღეებში განხორციელებულ მგზავრობების საშუალო რაოდენობაზე ( 362 და 407 ათასი მგზავრობა მეტროთი, ავტობუსით კი - 326 და 411 ათასი).