მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილებს ბრიტანეთის მთავრობა ხელფასების 80%-ს გადაუხდის

5e751826e5ff6
თამთა ჯიჯავაძე
21.03.20 00:00
2132
დიდი ბრიტანეთის მთავრობა ხელფასების 80%-ს გადაუხდის მათ, ვისაც კრიზისის დროს მუშაობა არ უწევს. ამის შესახებ Independent-ი იუწყება. როგორც გამოცემა წერს, ნებისმიერ დასაქმებულს ქვეყანაში, შესაძლებლობა ექნება მიმართოს HMRC-ს (Her Majesty's Revenue and Customs) და მიიღოს თვეში £2,500-მდე ანაზღაურება.

სქემა ხელმისაწვდომი იქნება სამი თვის გამავლობაში თავდაპირველად. როგორც ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული უპრეცედენტო ზომა სამუშაო ადგილების მხარდაჭერის მიზნით მიიღეს.

გრანტები ხელმისაწვდომი იქნება რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილისთვის.

„მე მაქვს პასუხისმგებლობა რომ დაგარწმუნოთ, ჩვენ გიცავთ თქვენ, სამუშაო ადგილებსა და შემოსავლებს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ჩვენ ვქმნით კორონავირუსთან დაკავშირებით სამუშაოს შენარჩუნების სქემას. ნებისმიერი დამსაქმებლისთვის ქვეყანაში, იქნება ის მცირე თუ დიდი, საქველმოქმედო თუ არაკომერციული, ხელმისაწვდომი იქნება ეს სქემა“, - განაცხდა ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა.

შეგახსნებთ, ბრიტანეთში კორონავირუსის გამო, დაიხურა რესტორნები, ფაბები, ბარები და დასასვენებელი ცენტრები. შეზღუდვები ბიზნესზე, ეკონომიკურ აქტივობასა და სამუშაო ადგილებზე მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას იქონიებს.