მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამომვლენი 1000 სწრაფი ტესტი საქართველოშია - ჩინეთის საჩუქარი

5e6e54300286a
BM.GE
15.03.20 20:12
5100
კორონავირუსის გამომვლენი 1000 სწრაფი ტესტი, რომელიც ჩინეთმა საქართველოს აჩუქა, უკვე თბილისშია. 

აღნიშნული ტესტების ჯამური ღირებულება დაახლოებით, $420 ათასია. 

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და სიჩუანის პროვინციის მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ჩინურმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისი აღჭურვილობით, დაახლოებით 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კორონავირუსისა და ასევე, სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი 1000 (ათასი) ცალი სწრაფი ტესტის საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.

საქართველოს საელჩო მადლობას უხდის სიჩუანის პროვინციის მთავრობას მხარდაჭერისთვის.

აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ მყარ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს", - ნათქვამია ჩინეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.